Tuesday, June 21, 2016

წარმატებით დავასრულეთ ინტელის კურსი.მიმოვიხილეთ ერთმანეთის პორტფოლიოები,მოვისმინეთ პრეზენტაციები.გავაკეთეთ შეფასებები.კურსის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი რამ ვისწავლეთ:პროექტების შედგენა,პროექტის პრეზენტაციებზე ვიმუშავეთ,ასევე შევქმენით ბუკლეტები,შეფასების რუბრიკები, აქედან გამომდინარე ძალიან ნაყოფიერი იყო ჩვენი მუშაობა, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებ და გამოვიყენებ საგაკვეთილო პროცესში სწავლის ხარისხის ასამაღლებლად და მოსწავლეთა ინტერესის გასაღვიძებლად.

Monday, June 20, 2016

დღეს ვისწავლეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფასილიტაცია ტექნოლოგიებით,რაც დაგვეხმარება იმაში,რომ მოსწავლეს მივცეთ სწორი მიმართულებები,რათა შეძლოს დამოუკიდებლად შეასრულოს დავალებები,განსაზღვროს საჭიროებები და გამოუმუშავდეს 21საუკუნის უნარჩვევები.

Sunday, June 19, 2016

დღეს ვიმუშავეთ პროექტის დაგეგმვაზე და მივხვდით თუ რამდენად მნიშვნელოვანია სწავლების პროცესში მოსწავლეთა საჭიროებების,შესაძლებლობების განსაზღვრა.ასევე  მიმოვიხილეთ შეფასებები,შევქმენით საქაღალდეები.

Saturday, June 18, 2016

დღევანდელმა დღემ ძალიან დამაფიქრა,მოვირგეთ მოსწავლის როლი და მივხვდით თუ რა სიღრმისეულად უწევს მოსწავლეს საკითხის შესწავლა.დაფიქრება,შეფასება,ანალიზი  პროექტების შედგენისას.ასევე ცხადი გახდა ისიც, თუ რა როლს თამაშობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე სწორად,მიზნობრივად,რეალისტურად შერჩეული დავალება,რაც აუცილებელი და გასათვალისწინებელია საგაკვეთილო პროცესში სწავლის ხარისხის ასამაღლებლად.

Thursday, June 9, 2016

საინტერესო და ნაყოფიერი დღე იყო გავეცანით პროექტთან დაკავშირებულ საკითხებს,კერძოდ, ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს,ასევე გავეცანით დროში გაწერილი შეფასების ხუთ მახასიათებელს,რითაც გავიგე, რომ პროექტის მსვლელობისას უწყვეტი შეფასებაა მეტად მნიშვნელოვანი.

Sunday, June 5, 2016

დღევანდელმა დღემ დამარწმუნა რომ შეუძლებელი არაფერია,ვიმუშავეთ პროექტებზე,ბუკლეტების და გაზეთების მომზადებაზე,ასევე ბლოგების შექმნაზე,რაც მნიშვნელოვანი და აუცილებელია საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა აქტიურობისა და მოტივაციის ასამაღლებლად.ინტერესის გასაღვიძებლად.